Thursday, May 8, 2014
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამაზადების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "IM EX CON" განახორციელა ინიციატივა "ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობა." ინიციატივა მიეძღვნა დედამიწის დღეს და დიდი სამამულო ომის გამარჯვების 69 წლისთავს, პროექტის ფარგლებში დასუფთავდა ვაკის პარკის ტერიტორია, გატანილ იქნა ნარჩენები, გაირეცხა გამარჯვების ძეგლი, (რათა 9 მაისს ღირსეულად შეხვდნენ სამამულო ომის ვეტერანები.) მოეწყო პოსტერების გამოფენა. ღონისძიებას სტუმრობდა ვაკე–საბურთალოს გამგებელი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია კლუბს. ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის რამოდენიმე სკოლის სამოქალქო კლუბი და მონაწილეობა მიიღეს ინიციატივის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა დახმარებისა და გულისხმიერებისათვის!




Subscribe to:
Post Comments
(Atom)
0 comments:
Post a Comment