Thursday, March 27, 2014
#180 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "IM EX CON"–მა , კლუბის ხელმძღვანელი–ანი ლიპარტელიანი. (ლიდერი : გიორგი კახნიაშვილი) 2013 წლის 17 დეკემბერს განახორციელა პროექტი: „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ვინაიდან 2013 წელი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების წლად და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. კლუბმა გადაწყვიტა გამოხმაურებოდა ამ ინიციატივას და განახორციელა პროექტი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. კერძოდ, კლუბმა სკოლის ფარგლებში მოაწყო აქცია ტკბილეულის, საკანცელარიო ნივთების და საახალწლო აქსესუარების, რაც წარმატებით განხორციელდა. ასევე მოიძიეს ინიციატივის ფარგლებში თანადამფინანსებელი, პარტნიორი ორგანიზაცია , ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი, რომელმაც #200 საჯარო სკოლის ბავშვებისათვის შეიძინა შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსები,წიგნები განვითარებისათვის. ასევე დააფინანსა კლუბის წევრების მაისურები შეცვლილი ლოგოთი და დევიზით, რომელიც გადაეცა კლუბს. 2013 წლის 17 დეკემბერს, კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის #200 საჯარო სკოლას, ბავშვებს გადაეცათ ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები, წიგნები, გავუხალისეთ ერთი დღე და მივულეცეთ შობა–ახალი წელი. ინიციატივა წარმატებით განხორციელდა.

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე! ყველანი ძალიან კმაყოფილები და ემოციებით დატვირთულები დავბრუნდით შინ.. გავახარეთ სხვებიც და ჩვენც გავიხარეთ<3 ძალიან კარგი იყო<3

    ReplyDelete

Search

მენიუ

პარტნიორები

Photo of Milford Sound in New Zealand!

ჩვენი სკოლა