Thursday, May 8, 2014
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამაზადების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "IM EX CON" განახორციელა ინიციატივა "ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობა." ინიციატივა მიეძღვნა დედამიწის დღეს და დიდი სამამულო ომის გამარჯვების 69 წლისთავს, პროექტის ფარგლებში დასუფთავდა ვაკის პარკის ტერიტორია, გატანილ იქნა ნარჩენები, გაირეცხა გამარჯვების ძეგლი, (რათა 9 მაისს ღირსეულად შეხვდნენ სამამულო ომის ვეტერანები.) მოეწყო პოსტერების გამოფენა. ღონისძიებას სტუმრობდა ვაკე–საბურთალოს გამგებელი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია კლუბს. ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის რამოდენიმე სკოლის სამოქალქო კლუბი და მონაწილეობა მიიღეს ინიციატივის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა დახმარებისა და გულისხმიერებისათვის!




Sunday, May 4, 2014
სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"-ის საგრანტო პროექტი "ნათელი გარემო– ნათელი
მომავლისათვის," რომლის მიზანიც არის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვეთა და მშობელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რათა ბავშვებს მიეცეთ საშუალება უკეთეს გარემოში მოუწიოთ თამაში და დასვენება, კლუბის წევრებმა დაასუფთავეს ეზო, გაწმინდეს ღობე, დარგეს ხეები და ყვავილები. ეს მხოლოდ გრანტის მცირე ნაწილია, მხოლოდ პირველი დღე!







Friday, April 25, 2014



Wednesday, April 9, 2014
თბილისის მოზარდთა სახლმა დააფინანსა სამოქალაქო კლუბის ინიციატივა "უკეთესი გარემო უკეთესი მომავლისათვის" რომლის ფარგლებშიც "დანიურ სახლში" კლუბის ოთახისთვის შეძენილ იქნა ავეჯი, კერძოდ: სკამი –21, საწერი მაგიდა –1, მრგვალი მაგიდა– 2, კომპიუტერის მაგიდა –1 – სკამი –1, სავარძელი–1
Monday, March 31, 2014
დებატების ფინალური ტურნირი თბილისში. დებატებში სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"– წარმოადგენდნენ: ანზორ პოღოსიანი, ნინო ნიაური, გიორგი ხუციშვილი, ლუკა ვასილიადი, ანუკი ყურფარაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

კლუბის პრეზიდენტი გიორგი კახნიაშვილი და ვიცე–პრეზიდენტი ემზარ მეგრელიშვილი "IM EX CON"-ის კლუბის წევრებს უტარებენ ტრენინგს თემაზე "საპროექტო განაცხადის წერა"
Thursday, March 27, 2014
2014 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N180 და N181 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის ნიშნად მოაწყეს აქცია "ჭრელი წინდები" ––ლოზუნგით: " მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" N180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"-ს აქციაზე წარმოადგენდნენ: მარიამ ტაბატაძე, მარიამ ბედოშვილი, გიორგი ერთელიშვილი, მეგი ჯიხვაშვილი
24-ე სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დაუნის სინდრომით დაავადებულ პირებს. ჩვენი კლუბიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: გვანცა ალთუნაშვილი, მარიამ დევაძე, ნატა ბაღაშვილი, ანუკი ყურფარაშვილი
გამწვანება-დასუფთავება #166 სკოლაში. კლუბიდან აქციაში მონაწილეობდნენ: ვატო ლაბაძე, ჯაბა შუკაკიძე, გიორგი ერთელიშვილი, გიორგი გიგაია
173-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით ჩატარდა აქცია სახელად - "მომავალი ჩვენია". აქციაში ჩართული იყო 180-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის რამდენიმე მოსწავლე:დეა კუპრაძე, მარიამ მანჩხაშვილი. აქციის მიზანი იყო გაგვეგო, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ.
კარლ პოპერის დებატები, ტრენინგი. კლუბს წარმოადგენდნენ: გიორგი ხუციშვილი, ლუკა ვასილიადი, ანუკი ყურფარაშვილი, ნინო ნიაური, ანზორ პოღოსიანი
ტრენინგი მოზარდთა სახლში "პროექტის წერა" კლუბს წარმოადგენდნენ: გიორგი კახნიაშვილი, ემზარ მეგრელიშვილი
შეხვედრა "კრისტალის" წარმომადგენლებთან.
2014 წლის 14 მარტს, თბილისის #45 საჯარო სკოლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ბატონი არჩილ ბაკურაძე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა.
#180 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "IM EX CON"–მა , კლუბის ხელმძღვანელი–ანი ლიპარტელიანი. (ლიდერი : გიორგი კახნიაშვილი) 2013 წლის 17 დეკემბერს განახორციელა პროექტი: „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ვინაიდან 2013 წელი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების წლად და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. კლუბმა გადაწყვიტა გამოხმაურებოდა ამ ინიციატივას და განახორციელა პროექტი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
კერძოდ, კლუბმა სკოლის ფარგლებში მოაწყო აქცია ტკბილეულის, საკანცელარიო ნივთების და საახალწლო აქსესუარების, რაც წარმატებით განხორციელდა. ასევე მოიძიეს ინიციატივის ფარგლებში თანადამფინანსებელი, პარტნიორი ორგანიზაცია , ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი, რომელმაც #200 საჯარო სკოლის ბავშვებისათვის შეიძინა შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსები,წიგნები განვითარებისათვის. ასევე დააფინანსა კლუბის წევრების მაისურები შეცვლილი ლოგოთი და დევიზით, რომელიც გადაეცა კლუბს.
2013 წლის 17 დეკემბერს, კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის #200 საჯარო სკოლას, ბავშვებს გადაეცათ ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები, წიგნები, გავუხალისეთ ერთი დღე და მივულეცეთ შობა–ახალი წელი. ინიციატივა წარმატებით განხორციელდა.











Monday, March 17, 2014
13 მარტი. კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები გაეცნენ შვედეთის სამოქალაქო ცხოვრებას და ამასთან შვედეთის კულტურის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ცნობა მიიღეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: გიორგი კახნიაშვილი, ილია გოგოჭური, ემზარ მეგრელიშვილი
2014 წლის 14 თებერვალს სსიპ ქ. თბილისის #94 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მაძიებელის“ ორგანიზებით, (კლუბის ხელმძღვანელი – ლელა შველიძე) და სსიპ ქ.თბილისის #180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „IM EX CON“ -ის (კლუბის ხელმძღვანელი – ანი ლიპარტელიანი) თამონაწილებით #94 საჯარო სკოლაში ჩატარდა ორი კლუბის ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით: “სისხლიანი თებერვალი,“ რომელიც მიეძღვნა საქართველოს 1921 წლის თებერვლის ოკუპაციას, უკრაინელი ერის სოლიდარობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაიმართა კონფერენცია, ნაჩვენები იყო ფილმები, მოეწყო საინტერესო დისკუსია.
ტრენინგი "სოციალური მედია." მოზარდთა სახლში ტრენინგზე მიღებულ ცოდნას კლუბის წევრებს უზიარებენ გიორგი ერთელიშვილი და მარიამ ტაბატაძე.
Saturday, March 15, 2014
2014 წლის 12 თებერვალს თბილისის სამოქალაქო კლუბების წევრებს ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში ეწვია ინჟინერი მაიკლს სონდერსი. ბ-ნი მაიკლი საქართველოში ცხოვრობს და საინჟინრო კომპანიას ხელმძღვანელობს. ბ-ნი მაიკლი ესაუბრა მოზარდებს საკუთარი ქვეყნის- ახალი ზელანდიის კულტურასა და ტრადიციებზე, გააცნო მისი გამოცდილება სამოქალაქო/სოციალური აქტივობების მიმართულებით, მოუყვა საინტერესო მაგალითები მოხალისეობისა, რომელიც მას მოზარდობის პერიოდში განუხორციელებია. ბ-ნმა მაიკლმა აღნიშნა, რომ მიესალმება და აფასებს სამოქალაქო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს კარგი ქართველი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს და საინტერესო პასუხებიც მიიღეს.
"IM EX CON" -ს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: ილია გოგოჭური და მარიამ ტაბატაძე.
"IM EX CON" -ს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: ილია გოგოჭური და მარიამ ტაბატაძე.
Subscribe to:
Posts
(Atom)
Search
მენიუ
-
2014
(27)
- May (2)
- April (2)
-
March
(22)
- "დებატების ფინალური ტურნირი თბილისში"
- ტრენინგ "როგორ დავწეროთ საპროექტო განაცხადი"
- "ჭრელი წინდების აქცია"
- "ღონისძიება 24-ე სკოლაში"
- "გამწვანება-დასუფთავება"
- "მომავალი ჩვენია"
- "კარლ პოპერის დებატები, ტრენინგი"
- "ტრენინგი მოზარდთა სახლში"
- "შეხვედრა კრისტალის წარმომადგენლებთან"
- "ვიზრუნოთ ერთმანეთზე"
- "შეხვედრა შვედეთის ელჩთან"
- "სისხლიანი თებერვალი"
- "ტრენინგი სოციალური მედია"
- "შეხვედრა მაიკლ სონდერსთან"
- February (1)