Thursday, May 8, 2014
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამაზადების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "IM EX CON" განახორციელა ინიციატივა "ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობა." ინიციატივა მიეძღვნა დედამიწის დღეს და დიდი სამამულო ომის გამარჯვების 69 წლისთავს, პროექტის ფარგლებში დასუფთავდა ვაკის პარკის ტერიტორია, გატანილ იქნა ნარჩენები, გაირეცხა გამარჯვების ძეგლი, (რათა 9 მაისს ღირსეულად შეხვდნენ სამამულო ომის ვეტერანები.) მოეწყო პოსტერების გამოფენა. ღონისძიებას სტუმრობდა ვაკე–საბურთალოს გამგებელი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია კლუბს. ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის რამოდენიმე სკოლის სამოქალქო კლუბი და მონაწილეობა მიიღეს ინიციატივის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა დახმარებისა და გულისხმიერებისათვის!




Sunday, May 4, 2014
სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"-ის საგრანტო პროექტი "ნათელი გარემო– ნათელი
მომავლისათვის," რომლის მიზანიც არის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვეთა და მშობელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რათა ბავშვებს მიეცეთ საშუალება უკეთეს გარემოში მოუწიოთ თამაში და დასვენება, კლუბის წევრებმა დაასუფთავეს ეზო, გაწმინდეს ღობე, დარგეს ხეები და ყვავილები. ეს მხოლოდ გრანტის მცირე ნაწილია, მხოლოდ პირველი დღე!







Friday, April 25, 2014



Wednesday, April 9, 2014
თბილისის მოზარდთა სახლმა დააფინანსა სამოქალაქო კლუბის ინიციატივა "უკეთესი გარემო უკეთესი მომავლისათვის" რომლის ფარგლებშიც "დანიურ სახლში" კლუბის ოთახისთვის შეძენილ იქნა ავეჯი, კერძოდ: სკამი –21, საწერი მაგიდა –1, მრგვალი მაგიდა– 2, კომპიუტერის მაგიდა –1 – სკამი –1, სავარძელი–1
Monday, March 31, 2014
დებატების ფინალური ტურნირი თბილისში. დებატებში სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"– წარმოადგენდნენ: ანზორ პოღოსიანი, ნინო ნიაური, გიორგი ხუციშვილი, ლუკა ვასილიადი, ანუკი ყურფარაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

კლუბის პრეზიდენტი გიორგი კახნიაშვილი და ვიცე–პრეზიდენტი ემზარ მეგრელიშვილი "IM EX CON"-ის კლუბის წევრებს უტარებენ ტრენინგს თემაზე "საპროექტო განაცხადის წერა"
Thursday, March 27, 2014
2014 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N180 და N181 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის ნიშნად მოაწყეს აქცია "ჭრელი წინდები" ––ლოზუნგით: " მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" N180 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "IM EX CON"-ს აქციაზე წარმოადგენდნენ: მარიამ ტაბატაძე, მარიამ ბედოშვილი, გიორგი ერთელიშვილი, მეგი ჯიხვაშვილი
Subscribe to:
Posts
(Atom)